saqarTvelos uReltexilebi - ToTis uReltexili

კოორდინატები 43°08`32` ჩ. გ. 42°50`56` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3800 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ გვერდით განშტოებაზე (მესტიის მუნიციპალიტეტი). სიმაღლე ზღვის დონიდან 3800 მ. მდინარე მულხრის (ენგურის შენაკადი) აუზში. დაფარულია თოვლყინულით. მყინვარ ტვიბერის აუზს აკავშირებს ლეხზირის ხეობასთან.